logo
ENG



"საჭიროა ძალისხმევა სასამართლო რეფორმის, ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით" - EU-ის ანგარიში

01 აგვ 202319:14
3 წუთის საკითხავი
 
"საჭიროა ძალისხმევა სასამართლო რეფორმის, ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით" - EU-ის ანგარიში

ევროკავშირის მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ადამიანის უფლებათა მყარი ჩარჩო, მათ შორის კანონმდებლობა და პოლიტიკა საერთაშორისო ევროპული სტანდარტებით, თუმცა საჭიროა რეფორმების გაძლიერება რამდენიმე მიმართულებით.

ანგარიშის თანახმად, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა საქართველოში სასამართლო რეფორმის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, კვლავ შემაშფოთებელია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა და უჭერს ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების რეალიზაციას, პროგრესს გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი ასევე ფოკუსირებულია დაეხმაროს ლგბტ თემს უფლებების დაცვაში, მათ შორის, თავისუფლების უფლების დაცვაში.


close დახურვა